მისი განცხადებით, ოფისებსა და სახლებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაიწყო თბილისსა და რეგიონებში. კრიმინალური პოლიციის დირექტორის თქმით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის საქმეზე 7 პირი [1990 წელს დაბადებული ი.ა., 1999 წელს დაბადებული თ.გ., 2005 წელს დაბადებული ი.მ., 2004 წელს დაბადებული გ.გ., 2005 წელს დაბადებული ზ.ც., ასევე წარსულში ნასამართლევები: 1971 წელს დაბადებული ვ.კ. და 1974 წელს დაბადებული ვ.კ.] დააკავეს. მათ 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. კუპატაძე ირწმუნება, რომ "გადაუდებელი აუცილებლობიდან" გამომდინარე ჩატარდა 6 პირის პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები. მისივე თქმით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა მოძრაობა „ჯიუტების“, პარტიების - „დროასა“ და „გირჩის“ ოფისებში, ასევე, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ოფისში. „სამართალდამცველებმა ოფისებიდან და დაკავებული პირების პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს: ჩაფხუტები, აირწინაღები, დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, ელექტროგადამცემი მოწყობილობები, კომპიუტერული ტექნიკა, ე. წ. მოლოტოვის კოქტეილები, საღებავები, სხვადასხვა სახის ხსნარები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები“, - თქვა მან. კუპატაძის ცნობითვე, შინაგან საქმეთა სამინისტროში, მიმდინარე აქციების ფარგლებში, ასევე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის დაკავებულია 6 პირი. ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კრიმინალური პოლიციის დირექტორმა აღნიშნა, რომ ძალადობრივი ქმედებების შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო პოლიციის 150-ზე მეტმა თანამშრომელმა, არაერთმა მოქალაქემ და მედიის წარმომადგენელმა. თუმცა, მას არ უხსენებია პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება, რის გამოც დაზიანდა არაერთი აქციის მონაწილე და მედიის წარმომადგენელი. ასევე ნახეთ „რამდენმა პოლიციელმაც დამინახა, ყველამ დამარტყა“ - როგორ ასამართლებენ აქციაზე დაკავებულებს შსს-ს ცნობით, მომხდარ ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. 4 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები საგამოძიებო მოქმედებების (ჩხრეკის) ჩატარების მიზნით შევიდნენ პოლიტიკური პარტიების - „ნაციონალური მოძრაობის“, „გირჩი-დროას“, ახლის“ - ოფისებსა და ასევე აქტივისტური ჯგუფის წარმომადგენლების ბინებში. ასევე ნახეთ პრეზიდენტი: რეპრესიული ძალები პოლიტიკოსებს ათრევენ, იჩხ...