"#საქართველოში პროტესტს უნდა დაერქვას #რეპრესიები საქართველოში. პოლიტიკურ ლიდერებს რეპრესიული ძალები ათრევენ, პარტიის ოფისებში ჩრეკის ოპერაციები ტარდება, იჩხრიკება ახალგაზრდა მომიტინგეების ოფისები. პრემიერ-მინისტრი ამას ეძახის "პრევენციას", - წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე. три პრეზიდენტი, ასევე მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს, "არ დააგვიანონ" და ზეწოლა მოახდინონ "ქართულ ოცნებაზე". "მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, მათ, ვისაც კრიზისის თავიდან აცილება სურს, ძლიერი ზეწოლის დროა მმართველ პარტიაზე, რომელიც ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებს. არ დააგვიანოთ", - წერს ზურაბიშვილი. მანამდე, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლიტიკური პარტიების ოფისებსა და აქტივისტების სახლებში პოლიციის მიერ 4 დეკემბერს ჩატარებული ჩხრეკა "არის უფრო პრევენციები, ვიდრე რეპრესიები“. „მე ამას ვერ დავარქმევდი რეპრესიებს“, - განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს 18:00 საათზე მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე. კობახიძემ ასევე თქვა, რომ „სახელმწიფო უწყებებს ჰქონდათ წინასწარი ინფორმაცია, რომ ასეთი ტიპის სისტემური ძალადობა იყო დაგეგმილი, მაგრამ ეს, ჩვენი გათვლებით, იყო დაგეგმილი დეკემბრისთვის“. ასევე ნახეთ არის პრევენცია და არა რეპრესიები - კობახიძე პარტიების და აქტივისტების ჩხრეკაზე 4 დეკემბერს ჩხრეკა ჩატარდა პოლიტიკური პარტიების - „გირჩი-დროას“, „ახლის“, „ნაციონალური მოძრაობის“ - ოფისებში. ასევე - სამოქალაქო აქტივისტების სახლებში. მათ შორის ჯგუფ „დაიტოვეს“ ადმინისტრატორის, ილია ღლონტის ბინაში. ჩხრეკა ჩატარდა ამავე ჯგუფის დამფუძნებელ ნენსი ვოლანდის ბინაში. არაერთი აქტივისტი წერს, რომ პოლიცია მათ ბინებში ჩხრეკას ატარებს. ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ ცნობით, დააკავეს მოძრაობის დამფუძნებელი და ლიდერი ზვიად ცეცხლაძე. შსს-ს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია მიმდინარე მოვლენებზე. ...