აშშ-მა შეაჩერა საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას. ამის შესახებ ნახევარი საათის წინ პლატფორმა X-ზე დაწერა მეთიუ მილერმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. გთავაზობთ მეთიუ მილერის პოსტს სრულად: "აშშ, ევროკავშირთან ერთად სინანულს გამოხატავს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გამო.три „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის ღალატს. ჩვენ ვგმობთ გადაჭარბებული ძალის გამოყენებას ქართველების მიმართ, რომლებიც პროტესტის უფლებას იყენებენ და შევაჩერეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან", - წერია მილერის ხელახლა გამოქვეყნებულ პოსტში. ასევე ნახეთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე ...