დილიდან რიგებია წინასწარი დაკავების იზოლატორებში. რიგში დგანან ადვოკატებიც და დაკავებულებიც. გადატვირთულობის პრობლემის მოსაგვარებლად შსს სასამართლოს სხდომების ჩანიშვნის შუამდგომლობით მიმართავს. პროცესებზე წაყვანილი დემონსტრანტების ადგილს სხვა დაკავებულები იკავებენ. რა ხდება იზოლატორებში? - რადიო თავისუფლებას ადვოკატები უყვებიან. „სტანდარტულად ნაცემია ყველა“, - ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი ვიქტორ კვიტატიანი, მან ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში 4 პირი 30 ნოემბერს, დილის საათებში მოინახულა. დაკავებულებს შსს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. საპირისპიროს უყვებიან ადვოკატს დაკავებულები. 28-29-30 ნოემბერს გამართულ პროევროპულ აქციებზე პოლიციამ, ჯამში, 150 ადამიანი დააკავა. ათასობით დემონსტრანტი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების გახსნის საკითხი. „დემონსტრანტები, რომლებიც მე მოვინახულე, დისტანცირებულები იყვნენ პროცესისგან, რობოკოპებისგან და სპეცრაზმისგან. უბრალოდ აქციაზე იდგნენ და იქით განხორციელდა მათ მიმართ ძალადობა. იდენტურ სცენარებს მიყვებიან - დაეწია სპეცრაზმი, გაიგდეს და 5 სპეცრაზმელი ურტყამდა ერთ მომიტინგეს, ეს იყო ძალადობის აქტი მათ წინააღმდეგ. აღენიშნებათ დაზიანებები სახისა და ტანის არეში, მათ ფიზიკურად უსწორდებოდნენ დაკავებისას და იზოლატორამდე გზაში“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ვიქტორ კვიტატიანი. Embed share პოლიციის ალყა და ძალადობა Embed share The code has been copied to your clipboard. width px height px Facebook-ზე გაზიარება Twitter-ზე გაზიარება The URL has been copied to your clipboard No media source currently available 0:00 0:02:05 0:00 ადვოკატის თქმით, ზაჰესის იზოლატორში ადგილები აღარ აქვთ, ამიტომ პროევროპული აქციების პირველ დღეს, 28 ნოემბერს დაკავებულები სასამართლოში გადაჰყავთ. ნაწილი რეგიონებშიც წაიყვანეს, მათ შორის კახეთში, რუსთავსა და მცხეთაში. „შეწუხდა იზოლატორი, ამ რაოდენობის დაკავებულებს თავს ვერ ართმევენ. ვისაც ვერ ასახლებენ, ყავთ მანქანებში“, - ამბობს ადვოკატი. ასევე ნახეთ სასამართლოში დაიწყო 28-29 ნოემბერს დაკავებულთა საქმეების განხილვა დაკავებულებით სავსე პოლიციის მანქანები და მიკროავტობუსი შენიშნა იზოლატორის ეზოში ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ. მან 8 დაკავებული მოინახულა, „აქედან 7 ნაცემია“, - ამბობს ადვოკატი და აგრძე...