ამ ადგილზე გუშინ, 28-29 ნოემბრის ღამეს პოლიციამ წიწაკის სპრეი გაუშვა და წყლის ჭავლით დაშალა მოქალაქეები. „როგორც კი ქაშვეთის ეკლესიასთან მოვედი, სურდოს მსგავსი შეგრძნება ვიგრძენი - ცხვირში სიმშრალე და ყელის წვა. მიწისქვეშა გადასასვლელში მხვდებოდნენ ქალები და კაცები, რომელებიც პირბადეებს ითხოვდნენ. მივხვდი, რომ მარტო მე არ მქონდა პრობლემა“, - ამბობს აქციაზე მყოფი რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. რადიო თავისუფლებას თბილისის მერიის „თბილსერვისჯგუფში“ უთხრეს, რომ 29 ნოემბერს დილას პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება დაიწყეს. პრესსამსახურის ცნობით, მორეცხა გზის სავალი ნაწილი, თუმცა არა ტროტუარები. მეორე დღეა საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ხალხმრავალი აქცია იმართება. ათასობით დემონსტრანტი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ მეორე დღეა აპროტესტებს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის გაცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს 2028 წლამდე აჩერებენ. ...