ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი, რომელიც პოლიციამ დააკავა და დაკავებისას სცემა, ამბობს, რომ გაუსწორდნენ, როგორც ჟურნალისტს. „თავიდანვე ვუმეორებდი, რომ ჟურნალისტი ვარ, მაგრამ მგონი მაგან პირიქით იმოქმედა, ისეც მაგინებდნენ და მერე ჟურნალისტობის გამოც დამიმატეს. ერთგვარ „დერეფანში“ გამატარეს, სადაც მირტყამდნენ ხელებს და ფეხებს, ძირითადად, სახეში“, - წერს ქეშელაშვილი ფეისბუკში. „სრულიად გაუგებარ სიტუაციაში დამაკავეს და მცემეს ნიღბიანმა პირებმა. გამოცვივდნენ მოქალაქეების დასაკავებლად, მე გვერდით ვიყავი, მაგრამ მაინც უფრო უკან დახევას ვცდილობდი და ამ დროს წამავლეს ხელი“, - იხსენებს იგი. ჟურნალისტის მონათხრობის თანახმად, წაართვეს კამერები, ჟურნალისტის სამკერდე ნიშნები და აირწინაღი. „ასე, ხელიდან ხელში გადავყავდით. ყველა სათითაოდ მირტყამდა, სანამ ჭიჭინაძის ქუჩიდან პარლამენტის უკანა ტერიტორიის გავლით, 9 აპრილის ქუჩამდე არ ამიყვანეს. იქ გამიკეთეს ბორკილები“, - წერს იგი. три მისი თქმით, მოითხოვა სამხრე კამერის ჩართვა, რაზეც პოლიციელებმა დასცინეს. „განყოფილებაში უკვე მშვიდად შემხვდნენ, ცოტა მაგრამ სახეზე დაზიანებების გამო გადამიყვანეს კლინიკაში. ვიტარებ გამოკვლევებს, მაგრამ მხნედ ვგრძნობ თავს, გული მწყდება, რომ ვეღარ ვაგრძელებ ახლა ჩემს პროფესიულ საქმიანობას“, - აღნიშნავს ის. ქეშელაშვილის ინციდენტიდან რამდენიმე საათის შემდეგ, აქციაზე სამსახურებრივი მოვალეობისას სცემეს „ფორმულის“ ტელეწამყვანს, ჟურნალისტ გურამ როგავას. ასევე ნახეთ "ფორმულის" ჟურნალისტს, გურამ როგავას სპეცრაზმელმა სცემა ღამის ორი საათიდან, პარლამენტის ერთ-ერთ გვერდითა, ჭიჭინაძის ქუჩაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მრავალსაათიანი, პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა დაიწყო. მანამდე პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი, - მას შემდეგ, რაც მათი მისამართით აქციის მონაწილეებმა კვერცხები, საღებავები და სხვადასხვა ნივთი ისროლეს. შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა გამოიყენა წყლის ჭავლი, რომელშიც, აქციის მონაწილეების თქმით, წიწაკის სპრეი იყო გარეული. დაშლის პარალელურად აკავებდნენ დემონსტრანტებს. რადიო თავისუფლება ცდილობს მათი ზუსტი რაოდენობის გარკვევას. დაკავებულთა შორისაა პოეტი ზვიად რატიანი. შსს-ს ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია. პოლიციელები აგრესიულად ეპყრობოდნენ როგორც დემონსტრანტებს, ასევე ჟურნალისტებს. ისინი იგინებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებენ აქტივისტებს, დაკავებისას კი ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით“, პროტესტი „კვლავ ჩვეული უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენებით“ დაარბიეს. აქციის დაშლისას დაშავდნენ ჟურნალისტებიც: რადიო თავისუფლების რ...