28-29 ნოემბერს, პარლამენტთან პოლიციის მიერ საპროტესტო აქციის დარბევისას არაერთი ჟურნალისტი დაშავდა, მათ შორის რადიო თავისუფლების რეპორტიორები. პოლიციელები აგრესიულად იყვნენ განწყობილები ჟურნალისტების მიმართ - ნაწილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილს კი სპეც.საშუალებები შეასხეს. რადიო თავისუფლების ჟურნალისტსა და ოპერატორს პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა - სპეცრაზმის წევრმა სახეში დაარტყა ხელი; მოგვიანებით რადიო თავისუფლების კიდევ ერთ ჟურნალისტს, დავით ცაგარელს ჩაარტყეს მუცელში ხელი და მიწაზე დაგდების შემდეგ - წიხლი; რადიო თავისუფლების კიდევ ჟურნალისტს ერთ-ერთმა პოლიციელმა განუცხადა: „თქვენ აფუჭებთ საქმეს“. სპეცრაზმელმა სცემა „ფორმულას“ ჟურნალისტსა და ტელეწამყვანს, გურამ როგავას, რომელიც პირდაპირ ეთერში მაუწყებლობდა. მას თავის არეში ჩაარტყეს, რის შემდეგაც მიწაზე დაეცა. მას კლინიკაში გადაყვანა და თავზე ნაკერის დადება დასჭირდა. „პუბლიკის“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი დააკავეს და დაკავებისას სცემეს - „ვუმეორებდი, ჟურნალისტი ვარ-მეთქი, მაგრამ ამან პირიქით იმოქმედა“, - ამბობს ის. ასევე ნახეთ ვუმეორებდი, ჟურნალისტი ვარ-მეთქი, მაგრამ ამან პირიქით იმოქმედა - ნაცემი ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე, OC Media-ს რეპორტიორი და ფოტოჟურნალისტი - მას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის დახმარება დასჭირდა; მისი თქმით, მას წყლის ჭავლი პირდაპირ მოხვდა, მიწაზე დავარდა და კამერა დაუზიანდა. три „პუბლიკის“ ჟურნალისტ ნათია ამირანაშვილს გააგდებინეს ტელეფონი, რომელზეც ფეხით შედგნენ; მას ხელი შეუშალეს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში. „ნეტგაზეთის“ ცნობით, დაშავდა მათი ჟურნალისტი, გივი ავალიანი - მას წიწაკის სპრეი შეასხეს პოლიციელებმა. „მედიაჩეკერის“ ცნობით, პოლიციამ „პროექტ 64-ის“ დამფუძნებელს, ფოტოჟურნალისტ გიორგი გოგუას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყანა - პოლიციელები გოგუას ფეხებს ურტყამდნენ. ტვ პირველის ცნობით, დაშავდა ტელეკომპანიის ჟურნალისტი ანა მდივანი; ტელეკომპანიის ცნობით, მას სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი, რის შემდეგაც სპაზმური შეტევა ჰქონდა. „ფორმულის“ ცნობით, ტვ პირველის ოპერატორს სპეცრაზმის წარმომადგენელი ფიზიკურად გაუსწორდა. კიდევ ერთი ოპერატორი, ტვ პირველის თანამშრომელი გიორგი შეწირული დაშავდა ჭიჭინაძის ქუჩაზე წყლის ჭავლის გაშვებისას; ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიას წყლის ჭავლი მიუშვირეს ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას; სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი შეასხეს პირველი არხის ოპერატორ ტატო კოკაიას; три ეს არასრული სიაა, რომელიც დროთა განმავლობაში, ინფორმაციის დაზუსტების შემდეგ, ახლდება. три три „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აცხადებს, რომ მზარდია საპოლიციო ძალების წარმომადგენლების მიერ ჟურნალისტების, მათ შორის, საერთაშ...