თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო დემონსტრაციისას დაკავებულთა შორის არის პოეტი ზვიად რატიანი. ინფორმაციას რადიო თავისუფლებას რატიანის ოჯახის წევრები უდასტურებენ. თუმცა მათთვის ჯერჯერობით კვლავ უცნობია დაკავების საფუძველი, მუხლი, და ასევე ის, სად, რომელ განყოფილებაშია გადაყვანილი. რადიო თავისუფლება ცდილობს დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. დაკავებულთა რაოდენობა უცნობია. ასევე ნახეთ საია: პროტესტის დარბევა კვლავ ჩვეული უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენებით მიმდინარეობს ...