პოლიციამ, სავარაუდოდ, გამოიყენა წიწაკის სპრეი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ერთ-ერთი მათგანი ტვ პირველთან ამბობს: „პოლიციელს ვეფარებოდი რომ ხელი არ დაერტყათ ამ პოლიციელისთვის და ამ დროს პოლიციელებმა შემასხეს“. კადრებში ჩანს სულ მცირე, სამი დემონსტრანტი, რომელთაც სპეციალური საშუალებები შეასხეს სახეში. სპონტანური საპროტესტო აქცია, რომელიც მოჰყვა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის განცხადებას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის „2028 წლამდე“ შეჩერებაზე, გრძელდება. მცირე ხნით ადრე შსს-მ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეთაგან „სავარაუდო ძალადობრივი ქმედების შედეგად დაშავდა შსს-ის ერთი თანამშრომელი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი“. სახალხო დამცველი აცხადებს, რომ აქციები ამ დროისთვის მშვიდობიანია და შსს-ს მოუწოდებს, არ ჩაერიოს გამოხატვის უფლებაში, დემონსტრანტებს კი აქციის მშვიდობიანად გაგრძელებისკენ მოუწოდებს. აქციის წინ ბევრი პოლიციელი დგას. მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანებიც. ასევე ნახეთ საგარეო უწყების 80-ზე მეტი თანამშრომელი ემიჯნება მთავრობის გადაწყვეტილებას ევროკავშირზე "კანონსაწინააღმდეგო ქმედებას რეაგირება მოჰყვება" - შსს დემონსტრანტებს აფრთხილებს პრეზიდენტი პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებთან მივიდა პრეზიდენტი: არშეგუება, არდანებება, წინააღმდეგობა - მე ამის ერთგული ვიქნები თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები იმართება ღალატი და მონობა - ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შეჩერებაზე ოპოზიცია ხელისუფლების გადაწყვეტილებას აფასებს არასამთავრობოები: უნდა გავწიოთ წინააღმდეგობა ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით „ქართულ ოცნებას“ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნა არ სურს ...