მის გამოჩენას აქციის მონაწილეები ოვაციებით შეხვდნენ და ისმოდა შეძახილები - „სალომე“, „სალომე“. „მე დღეს უკვე ყველაფერი ვუთხარი საზოგადოებას, ვინ უნდა შემოგვიერთდეს. მე ვარ ამ ხალხთან ერთად. იწყება წინააღმდეგობა, რომელიც არ დასრულდება სანამ არ მივიღებთ ახალ არჩევნებს“, - უთხრა ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ ის თავისუფლების მოედნისკენ წავიდა, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ძალები ჰყავს გამოყვანილი. „თქვენი მოვალეობაა, რომ დაიცვათ ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, დაიცვათ მოქალაქეები. თქვენი მოვალეობა არ არის, რომ დაშალოთ ხალხი. რუსეთს ემსახურებით, თუ საქართველოს? ფიცი ვის წინაშე დადეთ, მაინტერესებს პასუხი! თქვენ პრეზიდენტს არ პასუხობთ?!. თქვენ მომავალზე არ ფიქრობთ, ხო? არც ქვეყნის, არც შვილების? არც თქვენი წინაპრების... ვის ემსახურებით და რატომ? რამდენი ლარის გულისთვის ემსახურებით სხვა ქვეყანას?..“ - მიმართა სალომე ზურაბიშვილმა შენიღბულ სამართალდამცავებს, რომლებიც თავისუფლების მოედანზე დგანან. პარლამენტთან აქციის მონაწილეებმა შეკრება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ დაიწყეს. პრემირმა ევროკავშირს მიმართა, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე. თბილისში, პარლამენტის შენობის წინ და საქართველოს ოთხ სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები იმართება. მოქალაქეები აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას, შეჩერდეს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკება. ასევე ნახეთ თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები იმართება ასევე ნახეთ გორში საპროტესტო აქციაა მთავრობის გადაწყვეტილების პასუხად შეჩერდეს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკება პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა ორი განცხადება გაავრცელა. მასში წერია, რომ შეკრებილთა ნაწილი, „სამართალდამცველებს უპირისპირდება და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს“. აქვე აღნიშნულია, რომ დაშავებულია ერთი პოლიციელი. ...