განცხადების ტექსტში, რომელიც პოეტმა რატი ამაღლობელმა გააცნო საზოგადოებას, აღნიშნულია, რომ პრემიერმინისტრის განცხადების შემდეგ, საბოლოოდ ითქვა უარი საქართველოს ევროპულ მომავალსა და ქვეყნის ისტორიულ კურსზე: "ეს არის საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს უხეშად ლახავს. აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ღალატს, რომელიც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მომავალ თაობებს და უკიდურეს საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობას. ამის დასტურად ვლადიმერ პუტინმა უმალვე მოიწონა ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება". три არასამთავრობოები საქართველოს მოქალაქეებს ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან შეურიგებლობისკენ მოუწოდებენ: "საქართველოს მოქალაქეები ამას არ უნდა შევურიგდეთ. ჩვენ უნდა გავწიოთ წინააღმდეგობა ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით. დღეს იწყება სრულიად ახალი ბრძოლა რუსულ რეჟიმთან და ამ ბრძოლაში უნდა გავიმარჯვოთ". განცხადების ავტორები ევროკავშირსაც მიმართავენ, რომ მან "არ გაითვალისწინოს თვითგამოცხადებული მთავრობის განცხადება, რომელსაც არ აქვს ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია. ევროკავშირთან მოლაპარაკებები უნდა გახსნას ქართველმა ხალხმა და მისმა დემოკრატიულად არჩეულმა ხელისუფლებამ". ასევე ნახეთ პრეზიდენტი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საგანგებო რეჟიმში შეხვდება ასევე ნახეთ „ქართულ ოცნებას“ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნა არ სურს ...