დღეს, 28 ნოემბერს, დილით უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. ადგილობრივი დროით დილის შვიდის ნახევრისთვის საჰაერო ძალების სარდლობამ სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის მურმანსკის ოლქიდან უკრაინისკენ დაიძრა ტუ-95მს ტიპის შვიდი ბომბდამშენი, შავი ზღვიდან კი ფრთოსანი რაკეტების გამოშვებაა დაფიქსირებული. დილის შვიდი საათისთვის რამდენიმე აფეთქება მოხდა ქალაქ ოდესაში. რუსეთის სამიზნე და შედეგები ჯერჯერობით უცნობია. ასევე ნახეთ ტრამპმა უკრაინის საკითხებში წარმომადგენლად დაასახელა გადამდგარი გენერალი კით კელოგი ...