TikTok-ის გენერალური დირექტორი ევროპის პარლამენტში დაიბარეს, რათა პასუხი გაეცა თავისი პლატფორმის როლზე რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში. ევროკავშირის და ნატოს წევრი რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა პოპულარულმა ტიკტოკერმა და ულტრამემარჯვენე პოპულისტმა, 62 წლის კალინ ჯორჯესკუმ, რომელიც არის პრორუსი და ნატოს მიმართ სკეპტიკურად განწყობილი პოლიტიკოსი. Politico იტყობინება, რომ მკვლევრები ლაპარაკობენ ათასობით ყალბ ანგარიშზე ფარული აქტიურობის შესახებ არჩევნების წინ. რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა მარჩელ ჩოლაკუმ, რომელიც ასევე მონაწილეობდა საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ მეორე ტურში ვერ გავიდა, განაცხადა, რომ აუცილებელია შემოწმდეს TikTok-ში ჯორჯესკუს კამპანიის დაფინანსება. ასევე ნახეთ ბრიტანეთის მინისტრებს TikTok-ის გამოყენება აეკრძალათ როგორც Politico აღნიშნავს, ჯორჯესკუს არ ჰქონია პარტიული მხარდაჭერა და გამოკითხვებიდან არ ჩანდა მისი პოპულარობა. ახლა მკვლევრები იკვლევენ TikTok-ზე მსხვილ კამპანიას, რომელიც მან არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩაატარა. ექსპერტების თანახმად, TikTok-ს უნდა შეემჩნია „ათასობით ყალბი ანგარიშის ტალღა“. „მოვუწოდებთ TikTok-ის აღმასრულებელ დირექტორს, გამოვიდეს და დაგვიდასტუროს, რომ მისი პლატფორმა არ არღვევს ციფრული მომსახურების კანონს “, - თქვა ევროპარლამენტარმა ვალერი ჰაიერმა. ასევე ნახეთ ვინ არის რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული ულტრამემარჯვენე კალინ ჯორჯესკუ? TikTok-მა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე რუმინეთის არჩევნებში თავის შესაძლო როლზე. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც TikTok-ს, რომელიც ჩინურ კომპანია ByteDance-ს ეკუთვნის, ევროკავშირი აკრიტიკებს. 2023 წელს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პლატფორმას უწოდა "მოტყუებით უდანაშაულო" და მომხმარებელთა შორის "ნამდვილი დამოკიდებულების" მიზეზი. ევროკავშირს ჯერ არ დაუწესებია სერიოზული ჯარიმა ან სანქცია TikTok-ისთვის. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური რუმინეთში 8 დეკემბერს გაიმართება. ასევე ნახეთ მილაძე VS საქართველო - TikTok-ის ვიდეოს გამო დაჯარიმებული კაცის საქმე სტრასბურგში წავიდა ...