2022 წლის 20 ივლისს დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოები 8 თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა 28 თვე გაგრძელდა. „ავლაბრის“ რეაბილიტაციისთვის 4,2 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულება ტენდერის გარეშე შპს „ბადა გრუპთან“ („ბადა ქონსთრაქშენი“) 2022 წლის 17 ივლისს დაიდო. ერთი წლისთავზე, 2023 წლის ივლისში კი, კონტრაქტორს ხელშეკრულება 2024 წლის 15 მარტამდე გაუგრძელეს. 2024 წლის 1 თებერვალს თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეაბილიტაცია ზაფხულის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვადა ისევ შეიცვალა. ამ ხელშეკრულების ფარგლებში გათვალისწინებული არ ყოფილა სადგურის ქვედა ვესტიბიულისა და ესკალატორის თავზე განთავსებული თაღების რეაბილიტაცია. იგივე კომპანია ასრულებს მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის სამუშაოებსაც. ამ შემთხვევაში 13,4 მილიონი ლარის ოდენობის ხელშეკრულებაც ტენდერის გარეშე დაიდო. ხელშეკრულება 2022 წლის 21 დეკემბერს გაფორმდა. მას შემდეგ უკვე ორი წელი გადის, თუმცა ჯერ ისევ უცნობია, როდის დასრულდება სამუშაოები. მეტროსადგურის გვირაბსა და ბაქანზე სამუშაოების დაწყების პირველივე კვირებში მოიხსნა აზბესტის ფილები. ასევე ნახეთ უცნობია, როდის დასრულდება მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია დათქმული ვადის დარღვევით, დაგვიანებით გაიხსნა მეტროსადგური „გოცირიძეც“. სამუშაოები, რომლებისთვისაც შვიდი თვე იყო გათვალისწინებული, თითქმის სამი წელი გაგრძელდა. ასევე ნახეთ მეტროსადგური "გოცირიძე" გაიხსნა ...