ისაკო დევიძემ და დავით წოწორიამ რვადღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ ზაჰესის იზოლატორი 27 ნოემბერს, დილის 7 საათზე დატოვეს. ისინი 19 ნოემბერს მელიქიშვილზე, ხელახალი არჩევნების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს. ისაკო დევიძემ იზოლატორში რვა დღე იშიმშილა: “აქციისას დამაკავეს ყოველგვარი მიზეზის გარეშე. პროტესტის ნიშნად, დანარჩენი დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, გაყალბებული არჩევნების პროტესტის ნიშნად გამოვაცხადე შიმშილობა. ქართული სასამართლო სისტემა არ უნდა იყოს ადგილი და სახლი უსამართლობისთვის. არ უნდა იყოს სახლი და თავშესაფარი ისეთი მოსამართლეების, როგორიც არის კობა, გვარი თუ სწორად მახსოვს, ჩაგუნავა. ის არის მაგალითი დასანქცირებული მოსამართლეების და ის არის ადამიანი, რომელიც დადის მოსხმული ჭაობით. ეს ჭაობი უნდა დავასრულოთ. ახლა აღარ არის სიმბოლური და აკადემიური საუბრების დრო. ახლა არის დრო ისეთი გმირების სიტყვების გამეორების, როგორიც არის, მაგალითად, “სული ჩემი ეკუთვნის ღმერთს, ხოლო ხორცი ჩემი მიწას”. შესაბამისად, დაგვაკავებენ, გვცემენ თუ რა ფორმით ეცდებიან ჩვენს დაშინებას, მაინც ვერ დაგვაშინებენ. საკანში ვიქნებით თუ სხვაგან, ვერ მოიპოვებენ ჩვენზე ძალაუფლებას. პირიქით, ვიბრძოლებთ ბოლომდე, სანამ არ გავიმარჯვებთ. მე მწამს, რომ ჩვენ ვართ ისტორიული ბრძოლის ასპარეზზე, ვწერთ ახალი საქართველოს ისტორიას, აუცილებლად გავიმარჯვებთ და ეს გამარჯვება იქნება სახელოვანი”, - თქვა ისაკო დევიძემ იზოლატორის დატოვების შემდეგ. три სამართალდამცავები ისაკო დევიძესა და დავით წოწორიას ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. “სასამართლო მთლიანად ფარსია. თავიდანვე ეტყობოდა სიტუაციას, რომ პატიმრობაში დატოვებას მიპირებდნენ. შსს-ს წარმომადგენელმა ასე განაცხადა, რომ ჩემზე არ მოქმედებს ჯარიმები, არ აქვთ მსუსხავი სახე და ახლა პატიმრობა იმოქმედებდა მსუსხავად. მანამდე სამჯერ ვიყავი აქციებზე დაკავებული. ბოლოს 2024 წლის 2 მაისს, “აგენტების კანონის” წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დამაკავეს”, - ამბობს დავით წოწორია. ასევე ნახეთ მოშიმშილე დემონსტრანტი ისაკო დევიძე იზოლატორიდან კლინიკაში გადაჰყავთ - ადვოკატი 19 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიის დემონსტრანტებისგან გათავისუფლებისას, სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 16 ადამიანი დააკავეს. მათ შორის იყო მათე დევიძეც. თუმცა 21 ნოემბერს, მაშინ, როდესაც 48-საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ მათე დევიძეს წინასწარი დაკავების იზოლატორი უნდა დაეტოვებინა და მას შესაბამისი უწყებაც გადაეცა, ის გამომძიებლებმა გამოკითხვაზე გადაიყვანეს, შეატყობინეს, რომ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, პოლიციელზე თავდასხმა ...