"ჩვენი ინფორმაციით, მიმდინარეობს ფარული კონსულტაციები, ერთი მხრივ ადმინისტრაციასა და, მეორე მხრივ, სტუდენტებს შორის, სადაც ადმინისტრაციის წარმომადგენლები აქტიურად სთავაზობენ და სთხოვენ სტუდენტებს ჯაბა სამუშიასთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრას. გვჯერა, რექტორისა და სტუდენტების დახურულ კარს მიღმა შეხვედრა ემსახურება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აგორებული საპროტესტო ტალღის ჩაცხრომას", - წერია განცხადებაში, რომელიც ვრცელდება ფეისბუკგვერდზე "სტუდენტები ხმების დასაცავად". სტუდენტების სიტყვებითვე, რექტორ ჯაბა სამუშიასა და სტუდენტებს შორის ნებისმიერი შეხვედრა, რომელიც საჯარო სივრცეში, მედიების თანდასწრებით არ ჩატარდება, არის "არალეგიტიმური და არ გამოხატავს თსუ-ის სტუდენტების საერთო ნებას". "თუ ჯაბა სამუშიას ჩვენთან შეხვედრა სურს, ეს უნდა მოხდეს, ისევ და ისევ, მხოლოდ მედიების წინ, ყველა დაინტერესებული პირის თანდასწრებით, ჩვენივე შედგენილი ფორმატით. უცვლელი რჩება ჯაბა სამუშიას გადადგომის მოთხოვნა", - ვკითხულობთ განცხადებაში. ასევე ნახეთ თსუ-ში, სადაც ხმაური იყო ღამით, სტუდენტების პროტესტი გრძელდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში და აუდიტორია 023-ში სტუდენტების პროტესტი გრძელდება. ისინი, ერთი მხრივ, უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას, მეორე მხრივ კი საპროტესტო აქციაზე დაკავებული თანამებრძოლების გათავისუფლებას მოითხოვენ. სტუდენტები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ. ასევე ნახეთ აკადემიური სფეროს წარმომადგენლები გმობენ მშვიდობიანი აქციის დაშლას და თსუ-ს სივრცის ბოროტად გამოყენებას 14 ნოემბერს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტი არჩევნების გაყალბების გასაპროტესტებლად საუნივერსიტეტო სივრცეში დარჩა და ღამე გაათენა. მათ მსგავსად ღამის უნივერსიტეტში გატარება სურდა თსუ-ს სტუდენტთა ერთ ნაწილს. 15 ნოემბერს გვიან საღამოს, თსუ-ს პირველ კორპუსთან ათეულობით პოლიციელი იყო მობილიზებული, მათ ახალგაზრდებს შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს. 19 ნოემბერს ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც, მათი თქმით, ასახული იყო, როგორ შედიოდნენ საპოლიციო ძალები უნივერსიტეტის ეზოში გამთენიისას, აქციის დაშლის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე. თსუ-ში ახალგაზრდებმა შესვლა მოახერხეს 20 ნოემბერს, 02:00 საათზე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო, რომ 18-19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები იყვნენ. შსს-ს განმარტებით, უნივერსიტეტის ეზოში კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მას შემდგე შევიდნე...