ბაზელის მცხოვრებლებმა ხმა მისცეს შვეიცარიის ამ ქალაქში 2025 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის დაფინანსებას სახელმწიფო სახსრებით. 24 ნოემბერს ჩატარებული კენჭისყრის საბოლოო შედეგებით, ბაზელელების 66.6 %-მა მხარი დაუჭირა გადასახადიდან შესული თანხის მოხმარებას 2025 წელს ევროვიზიის კონკურსის დაფინანსებისთვის. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო მოქალაქეთა 57%-მა. მოქალაქეთა უმრავლესობა დათანხმდა 40 მილიონი ევროს (41.7 მილიონი დოლარი) გაღებას, მაისში ევროვიზიის რიგით 69-ე კონკურსის დაფინანსებისთვის. ევროვიზიის დაფინანსება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მემარჯვენე პარტია - ფედერალურ-დემოკრატიული კავშირმა (EDU), რომელმაც ხელი შეუწყო ხელმოწერების შეგროვების კამპანიას. EDU-ს პოლიტიკოსებმა გააკრიტიკეს კონკურსი და მას "პროპაგანდის პლატფორმა"უწოდეს ჰომოსექსუალი და არაბინარული ადამიანებისთვის, რომლებსაც ისინი სატანიზმისა და ოკულტიზმის წახალისებაში ადანაშაულებენ. ევროვიზია არაკომერციული კონკურსია, რომელიც ძირითადად ფინანსდება მასში ჩართული საზოგადოებრივი მაუწყებლების სახსრებით. თუმცა, ევროვიზია თვლის, რომ „შეღავათების გათვალისწინებით“ მასპინძელმა ქალაქებმაც უნდა შეიტანონ წვლილი.ევროვიზიის კონკურსი შარშან შვეიცარიის წარმომადგენელმა მოიგო. ასევე ნახეთ ევროვიზია 2024-ის გამარჯვებული შვეიცარიელი Nemo გახდა ...