პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალ მთავრობაში, - რომელსაც პარლამენტი 25 ნოემბერს დაამტკიცებს, - სამი მინისტრი იცვლება. მინისტრობის კანდიდატები - პარლამენტის წევრები - კობახიძემ 25 ნოემბერს წარადგინა მთავრობის კანცელარიაში ბრიფინგზე: საგარეო საქმეთა მინისტრი: მაკა ბოჭორიშვილი ჩაანაცვლებს ილია დარჩიაშვილს, რომელიც პოსტს 2022 წლის 4 აპრილიდან იკავებდა. ბოჭორიშვილი 2020-24 წლების (მე-10 მოწვევის) პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე იყო.три 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი თვის თავზე, 25 ნოემბერს, ახალი პარლამენტი იკრიბება. პრეზიდენტი, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ. პარლამენტის პირველი სხდომა, - განსხვავებით კონსტიტუციით დადგენილი წესისაგან, - პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არ დაუნიშნავს. იგი სხდომას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სამი არგუმენტით, - როგორც ეს პლატფორმა X-ზე დაწერა 24 ნოემბერს: „არჩევნების მასობრივად გაყალბებამ ძირი გამოუთხარა მის ლეგიტიმურობას; მე უარი განვაცხადე პირველი სესიის მოწვევაზე და კონსტიტუცია არ ცნობს ვინმე სხვის უფლებამოსილებას საამისოდ; მივმართე საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელსაც გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუცხადებია“. ...