საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკზე, პირად გვერდზე ეხმაურება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ გამაფრთხილებელ განცხადებას 24 ნოემბერს პარლამენტთან დაგეგმილი აქციის მონაწილეების მისამართით. ამ განცხადებით შსს დემონსტრანტებს ახსენებს რომ პარლამენტი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტია და მისი მუშაობისთვის ხელისშეშლა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას დააყენებს. "ბარემ ეთქვათ ყველას დაგიჭერთო … ესეც კიდევ ერთ და მთავარ კონსტიტუციის პრინციპის - მანიფესტაციის და შეკრების უფლების - დარღვევა! რა მნიშვნელობაა კანონით თუ დადგენილებით ზღუდავენ ამ უფლებას! მუქარაც არაფერში ჯდება… რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთ დასტურია!" - წერს სალომე ზურაბიშვილი. ასევე ნახეთ შსს პარლამენტთან დაგეგმილი აქციის მონაწილეებს განცხადებით აფრთხილებს საპროტესტო აქცია, რომლის ორგანიზატორებიც ოპოზიციური პარტიები არიან, რუსთაველზე საღამოს 9 საათისთვის არის დაგეგმილი - აქციის მონაწილეები აპირებენ ღამის გათვას საკანონმდებლო ორგანოსთან, სადაც ახალი მოწვევის დეპუტატები პირველი სხდომის ჩატარებას 25 ნოემბერს გეგმავენ. " აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს ვაფრთხილებთ, რომ არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად" - წერს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ასევე ნახეთ ოპოზიციური პარტიები კვირას 21:00 საათზე აქციას და ღამისთევას აანონსებენ საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ საქართველოს პრეზიდენტი და ის ოპოზიციური პარტიები, ვინც ბარიერი გადალახეს. საერთაშორისო პარტნიორები არჩევნებზე დარღვევების და დარღვევებზე სახელმწიფოს რეაგირების შემსწავლელი დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობენ. 25 ნოემბერს პარლამენტის სხდომაში მონაწილეობას სავარაუდოდ მხოლოდ "ქართული ოცნების" ახლადარჩეული დეპუტატები მიიღებენ. ასევე ნახეთ პრეზიდენტი: ვინც შევა პარლამენტში, შევა რუსეთში ცესკოს პირველადი შედეგებით, მე-11 მოწვევის პარლამენტში, “ქართულმა ოცნებამ” 150-დან 89 მანდატი მოიპოვა, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას, ჯამში - 61 მანდატი აქვს. ასევე ნახეთ "ოცნება" ახალ პარლამენტს კრებს - რა ხდება პირველ დღეს და შემდეგ ...