ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ 24-25 ნოემბრის საპროტესტო დემონსტრაციები მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა „ყველაფერი ამით არ მთავრდება“. „25 ნოემბერი [როცა პარლამენტი პირველად შეკრებას გეგმავს] მძიმე დღე უნდა იყოს "ქართული ოცნებისთვის". საქართველოსთვის კი უნდა იყოს გამარჯვების მნიშვნელოვანი დღე“, - თქვა გვარამიამ შაბათს საღამოს, 23 ნოემბერს, გმირთა მოედანზე. „24-25 ნოემბერი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამით ყველაფერი არ მთავრდება. ამას უნდა ვაცნობიერებდეთ. ბევრი იქნება საბრძოლი“, - განაცხადა გვარამიამ ტვ პირველის ეთერში. „მოსახლეობას მინდა მივმართო, ვინც ოპოზიციას მისცა ხმა, ვინც იცის, არჩევნები გაყალბდა: ნუ ველოდებით მაინცდამაინც დარბევას, დაჭერას. ვიშვიშის დრო არ არის. უნდა ვიბრძოლოთ და გამოვტაცოთ ხელისუფლება მათ, ვინც უზურპაცია მოახდინა ხელისუფლების - ბიძინა ივანიშვილს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ. ოპოზიციური პარტიები კვირას, 24 ნოემბერს, საღამოს 9 საათზე აანონსებენ მორიგ საპროტესტო დემონსტრაციას და ღამისთევას. გიორგი ვაშაძის თქმით, აქციას რეგიონებიდანაც შეუერთდებიან მხარდამჭერები. „21:00 საათზე შეკრების შემდეგ ჩვენ ფეხით, მსვლელობით გავემართებით საქართველოს პარლამენტისკენ, სადაც ვაპირებთ, რომ დავრჩეთ ხვალინდელ ღამეს“, - განაცხადა მან. მან კვირა საღამოს მანქანებით მსვლელობაც დააანონსა: „მანქანებით მსვლელობა იქნება თავისუფლების მოედნიდან და რესპუბლიკის მოედნიდან დაიძვრება თბილისის მასშტაბით“, - განაცხადა ვაშაძემ. ასევე ნახეთ ოპოზიციური პარტიები კვირას 21:00 საათზე აქციას და ღამისთევას აანონსებენ ...