რუს ჟურნალისტ ეკატერინა ნეროზნიკოვას, ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია „მარემის“ წევრს, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ემუქრება რადიო თავისუფლებისათვის მიცემული ინტერვიუს გამო. რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას რადიო თავისუფლება „არასასურველ ორგანიზაციად“ ჰყავს გამოცხადებული 2024 წლის თებერვლიდან. ეს ნიშნავს, რომ რადიო თავისუფლებასთან საუბარიც კი, - ინტერვიუს მიცემა, - დასჯადია. ფიზიკური პირებისათვის თავდაპირველად გათვალისწინებულია ჯარიმა 15 000 რუბლის ოდენობით, განმეორების შემთხვევაში კი 4-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. ადმინისტრაციული პასუხისგება მოჰყვა ნეროზნიკოვას მონაწილეობას რადიო თავისუფლების ინტერვიუში, სადაც მან ჩეჩნეთში ახალგაზრდა ქალის გატაცების ცნობილ საქმეზე ისაუბრა. საქმის განხილვა 26 ნოემბერსაა დანიშნული. ნეროზნიკოვამ რუსეთი 2022 წლის თებერვლის შემდეგ დატოვა. 2023 წელს იგი თბილისში ცხოვრობდა. ...