შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელად წარადგინა სკოტ ბესენტი, მილიარდერი ბიზნესმენი. 62 წლის სკოტ ბესენტი არის საინვესტიციო ფირმის, Key Square Capital Management-ის დამფუძნებელი. დასავლური მედია წერს, რომ ბესენტი, სავარაუდოდ, ტრამპის სურვილის კვალდაკვალ, გაატარებს გადასახადების შემცირებისა და მკაცრ სატარიფო პოლიტიკას. 78 წლის რესპუბლიკელი ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ბრუნდება მას შემდეგ, რაც 2024 წლის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი. ტრამპი თანამდებობას ოფიციალურად 2025 წლის 20 იანვარს დაიკავებს. ასევე ნახეთ ტრამპის საგარეო პოლიტიკის გუნდის კონტურები იკვეთება - რას ველოდოთ? ...