ისრაელის არმიამ კვლავ შეუტია ლიბანს და შედეგად დახოცილთა რაოდენობა 62-ით გაიზარდა. Reuters-ის ცნობით, სულ შარშან ოქტომბრის შემდეგ ლიბანში ისრაელის არმიის იერიშებს 3645 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს 22 ნოემბრის ამ მონაცემებით, ამ პერიოდში დაშავებულთა რაოდენობა ლიბანში 15 355-ია. AFP-ი იტყობინება, რომ ლიბანში ისრაელის თავდასხმას ემსხვერპლა საავადმყოფოს დირექტორი და მისი ექვსი კოლეგა. ასევე ნახეთ ლიბანის წარმომადგენელი: ლიბანი და ჰეზბოლა თანხმდებიან აშშ-ის წინადადებას ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტაზე ...