უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა თავისი ისრაელელი კოლეგა მიიწვია უნგრეთში, რითაც უგულებელყო ბენიამინ ნეთანიაჰუს მიმართ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერი. 22 ნოემბერს უნგრეთის ტელევიზიით ყოველკვირეულ ინტერვიუში ორბანმა განაცხადა, რომ ICC-ს გადაწყვეტილება ორდერის გაცემის შესახებ, რომლის საფუძველი ნეთანიაჰუსთვის ღაზის ომის დროს ჩადენილ „კაცობრიობის წინააღმდეგ და ომის დანაშაულში“ ბრალდებაა, „აღმაშფოთებლად თავხედური და ცინიკურია“. ICC-მ ორდენი გასცა ასევე ისრაელის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოათ გალანტის და ჰამასის (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად შერაცხილი) სამხედრო ლიდერის მუჰამედ დეიფის მიმართ. ისრაელი ამტკიცებს, რომ დეიფი მოკლა, მაგრამ ჰამასი ამას არ აღიარებს. ორდერი გაცემულია ჰამასის სხვა ორ მეთაურზეც, რომლებიც მოკლულ იქნენ ღაზის ომის პერიოდში. ICC-მ განაცხადა, რომ ნეთანიაჰუ და გალანტი ეჭვმიტანილი არიან „შიმშილის, როგორც ომის წარმოების მეთოდის“ გამოყენებაში ჰუმანიტარული დახმარების შეზღუდვის გზით და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმაში ღაზაში ისრაელის ომის დროს. ისრაელის ოფიციალური პირები ბრალდებას არ აღიარებენ. ორბანმა განაცხადა, რომ ICC-მ ნეთანიაჰუს მიმართ ბრალდების წაყენება „მიმდინარე კონფლიქტში ჩარევის შენიღბული იურიდიული გადაწყვეტილებაა, მაგრამ მას სინამდვილეში პოლიტიკურ მიზნები აქვს“. „მოგვიანებით, დღეს მე მოვიწვევ ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს უნგრეთში. და მე მას გარანტიას ვაძლევ, რომ თუ ჩამოვა, ICC-ის გადაწყვეტილებას უნგრეთში ძალა არ ექნება და ჩვენ მის პირობებს არ შევასრულებთ“, - თქვა ურბანმა და დასძინა, რომ „სხვა არჩევანი არ გვაქვს, ამ გადაწყვეტილებას წინ უნდა აღვუდგეთ“. უნგრეთი, როგორც ევროპის კავშირის ყველა წევრი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ხელშეკრულებას - რომის სტატუტს, აღიარებს, ისევე როგორც მსოფლიოს 134 სახელმწიფო. მათ რიგებში არ არიან აშშ, რუსეთი, ისრაელი, თურქეთი, ინდოეთი, ჩინეთი, რომლებმაც ან საერთოდ არ მოაწერეს ხელი ხელშეკრულებას, ან მოაწერეს და არ დაამტკიცეს, ან მოაწერეს და შემდეგ ხელმოწერა უკან წაიღეს. ასევე ნახეთ ICC-მ ისრაელის პრემიერ-მინისტრის დაკავების ორდერი გამოსცა ასევე ნახეთ საერთაშორისო სასამართლომ მონღოლეთს ბრალად დასდო რომის სტატუტის დარღვევა ...